მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან კორორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება

5e1c5c29b8381
ნუცა ბაზლიძე
13.01.20 16:00
1075
კორორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი 14 იანვრიდან გაიხსნება.

ამის შესახებ BM.GE-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

„აქამდე საბაგიეროებს ჰქონდა სატრანსპორტო ფუნქცია. ხვალიდან კი, სათხილამურო გზებიც გაიხსნება. სრიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10-დან 16 საათამდე, შაბათ-კვირას კი - 10-დან დან 17 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - ამბობენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კურორტზე რაიმე ღონისძიების ჩატარება არაა დაგეგმილი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციითვე, გოდერძიზე წყალმომარაგების პრობლემა არ ყოფილა.