მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან ლიეტუვას 3 ქალაქში შეზღუდვები ამოქმედდება

5f97f05d3eaad
ნათია თაქთაქიშვილი
27.10.20 15:05
915
ლიეტუვას ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, შეზღუდვები ვილნიუსში, კაუნასსა და კლაიპედაში ამოქმედდება.

მთავრობის განკარგულებით, ამ ქალაქებში 28 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მკაცრად შეიზღუდება კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

ასევე, შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც. მოქალაქეებს უფლება ექნებათ, მხოლოდ სამსახურში, მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ.

ბოლო 24 საათში ლიეტუვაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შეგახსენებთ, გასულ კვირას კარანტინი ლიეტუვის 60 მუნიციპალიტეტიდან 12-ში გამოაცხადეს.