23.მარტი .2020 00:50

ხვალიდან მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარების პროგრამა დაიწყება

views 612
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულის და ბოლნისის რაიონებში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სწრაფი ტესტების ჩამოტანა, პრემიერმა უპასუხა, რომ არ დაგვიანებულა.

„სწრაფი ტესტების ჩამოტანა არ დაგვიანებულა. თქვენ სვამთ კითხვას და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. სწრაფი ტესტები პანაცეა არ არის, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის. სირცხვილია, როცა ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ ზოგი დამატებით მოგების მიღებას ეს იქნება ფინანსური მოგება თუ პოლიტიკური“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა