მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

5fa0059b82af0
ინგა მურუსიძე
02.11.20 19:45
668
თბილისის მერიის ინფორმაციით, წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც bm.ge-ის მერიიდან აცნობეს, გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.