04.მაისი .2020 11:21

ხვალიდან ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება

views 637
უკან

ხვალიდან ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება.

„რაც შეეხება თბილისსა და რუსთავს, უახლოეს დღეებში, აღნიშნულ ქალაქებში შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე რუსთავის და თბილისის გახსნის საკითხი დადებითად გადაწყდება", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა გადაადგილება საქართველოს რამდენიმე ქალაქში შეზღუდულია, იგულისხმება ღოგორც საქალაქთაშორისო, ასევე ინდივიდუალური ტრანსპორტი. ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, რუსთავში შესვლა- გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო დასაშვები. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა