20.მარტი .2020 12:25

ხვალიდან საქართველო ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს

views 457
უკან

ხვალიდან ავიამიმოსვლა სრულად წყდება, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინდაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც წარმოებულია "საქართველოს ავიახაზების" მიერ და დაკოორდინირებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს მოეწყობა დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, რომ უკეთესად მართოს ვითარება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა