მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება

5e6e36eac68f4
დავით ჯალაღონია
15.03.20 17:50
1119
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ გასულ წელს, ივნისის მოვლენების შემდეგ შეწყდა.