16.მარტი .2020 13:31

ხვალიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება

views 942
უკან

ხვალიდან 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება, - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ხვალიდან, 18 მარტის 00:00 საათიდან იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადმოსვლა. როგორც იცით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელს და ეს უკვე დღეიდან არის ძალაში. საქართველოის მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში ენდომებათ დაბრუნება, ისინი გამოიყენებენ იმ ავიამიმოსვლას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.