მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას განაახლებს

61091092ed38d
BM.GE
03.08.21 14:30
602
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 4 აგვისტოდან, გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი (მისამართი: მერაბ კოსტავას გამზირი №68ა )

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით იყო შეჩერებული.