შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან შრომის ინსპექცია სხვადასხვა ობიექტზე "მწვანე პასპორტების" გამოყენების აღსრულებას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხვალიდან ამოქმედდება "მწვანე პასპორტები", რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ობიექტებში ვაქცინაციის ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე შესვლა იკრძალება.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, პირველი დღეები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნეს სუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რათა მათ შეუფერხებლად გადმოწერონ აპლიკაცია და მიიღონ ის სერვისები, რაც გათვალისწინებულია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებასთან ერთად აღვასრულებთ მოთხოვნებს, რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული. თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს მწვანე ბარათების კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება 2000 ლარის ოდენობით ინდ. მეწარმის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის“, - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.
გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან იქნება მწვანე პასპორტის რეგულაციის სისტემური დარღვევები, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება გარკვეულწილად დროებით შეუზღუდოს მათი ეკონომიკური საქმიანობა.
ცნობისთვის, ხვალიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები – მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო დარბაზები / სპაცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი