მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება – ირაკლი ჩიქოვანი

5e98909763c79
თამთა ჯიჯავაძე
16.04.20 21:01
4876
ხვალ 17 აპრილს, დღის 12 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვებზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშობას, და ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ დელივერი სერვისები. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე მათ შეუძლიათ ისარგებლონ, მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144–ზე", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.