მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება

604dd5275edde
BM.GE
14.03.21 13:17
20511
15 მარტიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

აღნიშნული ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით: მ/ს „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით), ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით), მ/ს „ახმეტელის თეატრი“.

N339 მარშრუტზე 8-წუთიანი ინტერვალით, 3 ერთეული, 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი გადაადგილდება.