მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი ჩაიკეტება

5f3790b99d4a1
BM.GE
15.08.20 12:00
4041
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლად რეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით.