მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალისთვის ლარის ოფიციალური კურსი ცნობილია

6010149ebad02
თელარა გელანტია
26.01.21 17:08
1121
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მცირედით გამყარდა და ხვალისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი ევროსთანაც გამყარდა 4.0032 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.15 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4473 ლარს შეადგენს, ხოლო ფუნტის მიმართ ლარი გამყარდა და ხვალისთვის 1 ფუნტი 4.5053 ლარი ეღირება.