მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელია

642bbba671ef6
ირაკლი მოდებაძე
04.04.23 00:05
1725
ქართველი ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. Transfermarkt-ის ინფორმაციით ის მსოფლიოში გაძვირებული ფეხბურთელია.

გასულ სეზონში ბათუმის ,,დინამოში’’ თამაშისას კვარაცხელიას ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად კი მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს. ეს რა თქმა უნდა ქართველი შემტევის საოცარი თამაშითაა განპირობებული, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია და ამ სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ დაასახელეს.

ამჟამინდელი მონაცემებით კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, რომლის ფასიც 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის კვარაცხელიასთან ერთად რეიტინგში პირველ ადგილს ,,ჩელსის’’ არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი იკავებს, რომელსაც ანალოგიური მაჩვენებელი აქვს.