„ალდაგი” 30 წლისაა. ამ თარიღის აღსანიშნად სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პროექტი „პოსტერების ციფრული საცავი“ განახორციელა. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, Poster.aldagi.ge ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც თავმოყრილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია მეოცე საუკუნის უნიკალური შინაარსისა და დიზაინის პლაკატები, რომლებიც დამატებით ისტორიულ მასალას იძლევა, როგორც ეპოქის შესასწავლად, ისე წარსულთან რეფლექსიისთვის.
ვებგვერდი poster.aldagi.ge თანამედროვე ციფრული გალერეაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ერთი მხრივ, გალერეაში ხელმისაწვდომია საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატები, მეორე მხრივ, სარეკლამო შინაარსის პოსტერები, რომლებიც ასევე საკმარის ინფორმაციას იძლევა სისტემის რაობასა და სოციალურ ტრენდებზე. აქვე დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს აფიშები, დათარიღებული 60-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.
„ხელში ჩაგვივარდა საბჭოთა დროის პოსტერები, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაზღვევას ეხებოდა. მივხვდით, რომ ბევრი რამ არ ვიცით, არა მხოლოდ დაზღვევის მაშინდელ გაგებაზე, არამედ ზოგადად ეპოქაზე. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული პოსტერების ათასობით ვერსია, რომელიც საჯაროობას და ხელმისაწვდომობას იმსახურებდა. ასე შეიქმნა პოსტერების ციფრული არქივი, იმისთვის, რომ პროექტი წარსულში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც უკვე თანამედროვეობას და ჩვენს დროში არსებულ პრობლემებს ეხება,“- განაცხადა „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ქეთევან მაღალაშვილმა.
„ალდაგმა“ 5-მდე დიზაინერთან იმუშავა იმისათვის, რომ პროექტში ასახულიყო თანამედროვეობისთვის აქტუალური საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური თუ სხვა საკითხები. შედეგად, შეიქმნა ახალი პოსტერების სერია, რომელიც კარგად ასახავს დღეს არსებულ პრობლემებს თუ სოციალურ ტრენდებს. ახლად შექმნილი პოსტერები ეხება თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ოკუპაციის, თვითრეალიზაციის, ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების თემებს.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა იმ არტისტისა და ხელოვანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს დროში არსებული პრობლემა თუ საკითხი პლაკატის ფორმატში გადმოსცეს და ამ გზით გამოხატოს საკუთარი იდეა.
Poster.aldagi.ge მუდმივად განახლდება და მას ახალი ციფრული მასალა დაემატება.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ