02.მაისი.2016 16:07
მსოფლიო

Yahoo!-ს დირექტორი თანამდებობის დატოვების შემთხვევაში 55 მილიონ დოლარს მიიღებს

Yahoo!-ს დირექტორი თანამდებობის დატოვების შემთხვევაში 55 მილიონ დოლარს მიიღებს
ამერიკული ინტერნეტ-კომპანია Yahoo!-ს გენერალური დირექტორი მარისა მაიერი 55 მილიონ დოლარს მიიღებს კომპენსაციის სახით, თუკი კომპანიას მფლობელი შეეცვლება და მას ამის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდება.
 
ნაღდი ანგარიშსწორებით მაიერი 3 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი რესურსები მის საკუთრებაში აქციების სახით გადავა, ასევე Yahoo! მას აუნაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევას. მაიერმა 2015 წელს ჯამში 36 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კომპანიის სხვა ტოპ მენეჯერებიც ასევე მნიშვნელოვან თანხებს მიიღებენ ჯილდოს სახით: ფინანსური დირექტორი კენ გოლდმანი დაახლოებით 16 მილიონ დოლარს, შემოსავლების მმართველი ლიზა უცშნაიდერი კი 20 მილიონ დოლარს.

დეკემბრის დასაწყისიდან Yahoo! ინვესტორების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც მეტ ნაკლებად ბიზნესის რეორგანიზების იდეით გამოდიან, მათ შორის აქტივების გაყიდვის ინიციატივით, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით და გენერალური დირექტორის მარისა მაიერის ცვლილებით.

2016 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ზარალი 99 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში კომპანიის მოგებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. Yahoo!-მ დაახლოებით 10-მდე რეალური შეთავაზება მიიღო კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით და შეთავაზებული წინადადების ჯამი 4-დან 8 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. შესაძლო მყიდველების ჩამონათვალში ხვდებიან სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon Communications, YP Holdings და კონსორციუმი Bain Capital და Vista Equity Partners.

23.აპრილი.2019 00:26
92

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:10
281

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

ვრცლად
22.აპრილი.2019 20:50
661

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 12:20
355

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:47
1337

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

ვრცლად
20.აპრილი.2019 00:07
251

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს

ვრცლად