მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყალბი დღგ-ს ოპერაციები ყველგან და ყოველთვის არსებობდა, მთავარია როგორია რეაგირება“

61c05bbe17c82
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 15:37
518
„ყალბი დღგ-ის“ საქმეზე bm.ge-ს მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017-2020 წლებში 250 კომპანიის მიერ, დაახლოებით, 194 მლნ ლარის ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნა, საიდანაც 127 მლნ ლარი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად იქნა გამოყენებული. მათივე ცნობით, ყალბი აქტივის შექმნის ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 60 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა და აღნიშნულ საქმეებში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

აღსანიშნია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საგამოძიებო სამსახური ყალბი დღგ-ს შექმნის და დანაშაულის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას თითქმის ყოველკვირეულად ავრცელებს. აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა, რამდენად ამოივსო ე.წ. „შავი ხვრელი“, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს ყალბი დოკუმენტების შექმნა და გამოყენება შეუძლიათ და გამოვლენილი დანაშაულები, დაახლოებით, რა წილია ჯამური დანაშაულის. ამ კითხვებით მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა ფინანსთა მინისტრს მივმართეთ.

ლაშა ხუციშვილს BM.GE-ის კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია და ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა, რომ დღგ-ის მსგავსი ტიპის ოპერაციები ყველა ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს, თუმცა მთავარი ის არის, როგორ მთავრობა ამ ფაქტების აღმოსაფხვრელად რეაგირებს.

„დღგ-ის ადმინისტრირება ქვეყნებს შორის განსხვავებული არ არის, ვინაიდან ეს გადასახადია, რომელიც ქვეყნების უმეტესობაშია იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოშია და შესაბამისად, თავისი პლიუსები და მინუსებიც აქვს.

საქართველოში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ამ მიმართულებით მეტწილად მოწესრიგებულიყო ის პრობლემები, რაც არსებობდა. დღგ-ის მსგავსი ტიპის ოპერაციები ყველა ქვეყანაში ყოველთვის იყო და იქნება. მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და რამდენად ეფექტიანია ეს მექანიზმები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. საქართველოში რეაგირება მყისიერია და შესაბამისად, ის სისტემები, რომლითაც გამოვლენა და შემდგომ აღდგენა ხდება, საკმაოდ ეფექტიანია. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ მომხდარ ფაქტზე ხდება რეაგირება, არამედ ბევრ ნაწილში პრევენციის კუთხით ნახავდით ინფორმაციას, რომ შეიძლება გარკვეულ პერიოდში კონკრეტული ყალბი აქტივის შექმნა მოხდა, მაგრამ ვერ მოხდა მისი გამოყენება ან დაბრუნება იმის გამო, რომ ასეთ მექანიზმები არსებობს ქვეყანაში“, - თქვა მინისტრმა.