მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყანწის და სხვადასხვა ფორმის სულგუნი – "ცივის ყველის" ნაწარმი და ფასი

5e48ed3495a6f
ანი ციხისთავი
16.02.20 11:17
2566
"ყველი ისეთია და განსაკუთრებით სულგუნი, როგორც პლასტელინისგან, ისე შეიძლება მისგან სასურველი ფორმები შექმნა", - ამის შესახემ BM.GE-სთან "ცივის ყველის" დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა ისაუბრა.

ღაღაშვილის თქმით, "ცივის ყველის" საწარმოში სხვადასხვა ფორმის ყველს ამზადებენ.

"მაგალითად, ვამზადებთ ყანწებს, სააღდგომოდ - ცხვრებს, ვალენტინობისთვის გულის ფორმები გვქონდა დამზადებული. წელს რადგან ვირთხის წელია, საახალწლოდ თაგვის ფორმის ყველი შევქმენით და ასე… კიდევ ვიგონებთ რაღაცებს, ფანტაზიას რა დალევს და ჩვენც ვფანტაზიორობთ", - აღნიშნავს გოჩა ღაღაშვილი და დასძენს, რომ ეს ხელოვნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ყველის წარმოებასთან.

ამ სხვადასხვა ფორმის ყველს სერიული წარმოებისთვის არ იყენებენ. განსხვავებული ფორმის ყველის შეძენა მხოლოდ დღესასწაულებზე და პირადი შეკვეთებით არის შესაძლებელი. "ხანდახან ტურისტებსაც ვჩუქნით", - ამბობს ღაღაშვილი.

"ამ ყველის ფასსაც, ჩვეულებრივ, მასის მიხედვით ვითვლით, უბრალოდ ოდნავ უფრო ძვირი ღირს 1 კგ, რადგან ბევრად მეტი შრომაა ჩადებული", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "ცივის ყველის" საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანიის პროდუქცია საქართველოს ჰიპერმარკეტებში იყიდება, ასევე, კახეთის სასტუმროების 90% სწორედ ამ ყველით მარაგდება, როგორიცაა "როიალ ბატონი", "შატო მერე", "ყვარლის ედემი" და სხვა. კილოგრამი ყველის გასაყიდი ფასი საწარმოდან, სახეობების მიხედვით, 18-დან 25 ლარამდეა.