მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყავის ლაბორატორია" კიდევ სამ ფილიალს გახსნის - ინვესტიცია 2 მლნ ლარია

6187f06c19245
მარიამ იზორია
07.11.21 19:03
1359
„ყავის ლაბორატორია“ ფართოვდება და წლის ბოლომდე ორი ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ bm.ge-ს უთხრა, „ყავის ლაბორატორია“ 2022 წელს კიდევ ერთ ფილიალს დაამატებს. ჯამში, როგორც ზარქუა ამბობს, სამივე ფილიალისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, ყავის ლაბორატორიის თანამშრომლების რიცხვი 3 ფილიალის გახსნის შემდეგ 80-90 ადამიანით გაიზრდება.

„ერთი ფილიალი ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება, მეორე საბურთალოს „სითი მოლში“ Coffee Lab Pop Up, შედარებით უფრო პატარა მენიუთი და უფრო მეტად Take away - სტილის კერძებზე ორიენტირებული. 2022 წლისთვის იგეგმება მესამე ფილიალის გახსნაც, ჭავჭავაძის  გამზირზე, უფრო მეტად კომპლექსური მენიუთი, პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2 მლნ ლარია“, - განმარტავს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, „ყავის ლაბორატორია“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალით, ყაზბეგის გამზირზეა წარმოდგენილი.