მსოფლიოში ყავის მარცვალი ძვირდება. როგორც Coffeesta-ს ქსელის დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა bm.ge-სთან აღნიშნავს, მსოფლიოში ყავის ბაზარზე გავლენა ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში მშრალმა ამინდმა იქონია. შემდეგ მიწოდების ჯაჭვების რღვევა დაიწყო და გადაზიდვის ხარჯებიც გაიზარდა.
“უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყავის მარცვალი 20%-დან 25%-მდე ძვირდება. ძირითადი დარტყმა შედარებით იაფფასიან სეგმენტზე მოდის, ხოლო პრემიალურ მარცვალზე ფასი 10%-დან 15%-მდე გაიზარდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ვცდილობთ, რომ ფასი ამ ეტაპზე შევინარჩუნოთ და არ გავზარდოთ. გაყიდვების დანაკარგების გარეშე შენარჩუნებას კი სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობებით ვცდილობთ",- აღნიშნა ფარულავამ
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტის მოცულობა 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 9.9 მილიონი დოლარი გადაიხადა. 1 ტონის საშუალო ფასი კი 3,503 დოლარი იყო. გასული წლის იგივე პერიოდში, 2,270 ტონა ყავა ვიყიდეთ და 6.1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო.
აღსანიშნია, რომ ყავის წლევანდელი ფასი, გასული წლისაზე 30%-ით მეტია. საქართველო ყავის მარცვალს რამდენიმე ქვეყანაში ყიდულობს. ყავის 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას შორის ინდონეზია (1,579 ტონა), ვიეტნამი (403 ტონა), რუსეთი (226 ტონა) გერმანია (155 ტონა) და იტალია (102 ტონა) ხვდებიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე