მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის პირველი ქარხანა საქართველოში BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს

5d8ce291ea691
BM.GE
27.09.19 09:00
3290
"მეამა" - საქართველოს ყავის პირველი ქარხანა, BDO-სთან პარტნიორობით, ERP სისტემას SAP Business One-ს ნერგავს.

თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ქარხანა ყავის კაფსულებისა და სხვადასხვა სახის ყავის პროდუქტების მასშტაბურ წარმოებას აპირებს.

სერიოზული გეგმების კვალდაკვალ, კომპანიის მენეჯმენტისთვის ეფექტური წარმოების პროცესის შესაქმნელად ავტომატიზაციის მნიშვნელოვნება თავიდანვე ცხადი იყო.

სისტემის დანერგვით კომპანია "მეამა" მოახდენს წარმოების დაგეგმვისა და კონტროლის ავტომატიზაციას. SAP Business One ქარხანას საშუალებას მისცემს გაზარდოს წარმოების ეფექტიანობა და შეამციროს დანაკარგები.

კომპანია "მეამა" შეძლებს წარმოებისთვის დამახასითებელი ისეთი საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას, როგორიცაა რეცეპტების მიხედვით წარმოება და თეთრების სიზუსტით ფაქტიური დანახარჯების კონტროლი. შესაძლებელი იქნება წარმოების დაგეგმვა შეკვეთების მიხედვით, რომლებიც ავტომატურად შეიქმნება ყავის აპარატებიდან და ონლაინ მაღაზიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით.

ERP სისტემის დანერგვა ორმხრივი პროცესია და ავტომატიზაციის პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროვაიდერ კომპანიაზე. აქედან გამომდინარე „მეამა“-მ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით სფეროში ყველაზე გამოცდილი მომწოდებელი - BDO აირჩია.

BDO უკვე 15 წელია ქართული ბიზნესისთვის ERP სისტემების პროვაიდერი და მხარდამჭერია. 2016 წელს BDO-ს გუნდმა SAP Business One-ის საქართველოსთვის ლოკალიზაცია მოახდინა, ასევე შექმნა სამშენებლო მოდული და დახვეწა წარმოების ფუნქციონალი.
NS