მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი 5G ტექნოლოგიას ნერგავს

5db6aa0aa4e6b
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 11:20
977
ყაზახეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით,  უსწრაფესი ინტერნეტით სარგებლობა 2021 წლის ბოლოდან, ნურ-სულთანში, ნაზარბაევის უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი.



როგორც ყაზახეთის ინოვაციებისა და მრეწველობის მინისტრმა მედიას განუცხადა, 2022 წლიდან ტექნოლოგია აეროპორტში, რკინიგზის სადგურებსა და სავაჭრო დაწესებულებებშიც დაინერგება. მისივე ცნობით, 2023 წლიდან კი, 5G ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცვავს.


5G მობილური კომუნიკაციის ტესტირება ნურ-სულთანში უკვე ჩატარდა.



ცნობისთვის: 5G მობილური ინტერნეტის ახალი თაობაა, რომელიც 4G და LTE ქსელებზე 100-ჯერ უფრო სწრაფია. შანხაი მსოფლიოს პირველი ქალაქია, რომლის რამდენიმე უბანი ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონაში მოექცა.



აღსანიშნავია ისიც, რომ 5G მობილური კავშირის დანერგვით ევროპა სამხრეთ კორეას, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ამის მიზეზად ევროკავშირში არსებულ სხვადასხვა ბიუროკრატიულ ბარიერებს ასახელებენ.