მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი აქლემის რძეს ჩინეთში ექსპორტზე გაიტანს

5d80deba80ca8
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 19:40
2022

ყაზახეთი აქლემის რძეს ჩინეთში ექსპორტზე გაიტანს. შეთანხმებას მხარეებმა უკვე მიაღწიეს. ინფორმაციას ყაზახური მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.



გამოცემების ცნობით, სავარაუდოდ, უკვე წელს, ჩინეთში გასაყიდად 100 ათასი ტონა აქლემის რძის პროდუქციას გაიტანენ, ამას გარდა ჩინეთში ექსპორტზე 10 ათასი ტონა მატყლი გაიგზავნება.



"ეს უდიდესი მიღწევაა, აქამდე საქონლის წარმომავლობა და ხარისხი ვერ დასტურდებოდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარდა’’- განუცხადა მედიას ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა იერკებულან ახმეტოვმა.



როგორც ყახაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთთან, ხორბლეულის ექსპორტის გაზრდის შესახებაც.