მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი გერმანიას ერთ თვეში 20,000 ტონა ნავთობს მიაწვდის

641030f723ad2
გიორგი თოლორდავა
15.03.23 00:15
653
რუსეთის ფედერაციის ჩანაცვლების მიზნით, ყაზახეთი მიმდინარე თვეს გერმანიას 20,000 ტონა ნედლ ნავთობს მიაწვდის.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდევნო თვეებშიც მიწოდება დაახლოებით 20,000 ტონის ფარგლებში იქნება. გერმანია-ყაზახეთის კომერციული შეთანხმება წლის განმავლობაში 300,000 ტონის მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ყაზახეთს მიწოდეს გაზრდის პოტენციალიც აქვს.

მთავრობის განმარტებით, ყაზახეთს ჯამში 1.5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის მიწოდება შეუძლია და თუ ბერლინის მხრიდან იქნება მზაობა, მაშინ კომერციული შეთანხმებაც შედგება.

გერმანიის ყოველთვიური ნავთობმოხმარება დაახლოებით 8 მილიონ ტონას შეადგენს, აქედან 2 მილიონი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, დარჩენილი კი - იმპორტით.