მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს - მიზეზი

631088f03f563
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.22 14:55
2844
ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები აუქმებს. ეს გადაწყვეტილება საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებში მონაწილეობის ყაზახეთის უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო.

როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვები ყაზახეთში მარცვლეულის მოსალოდნელი კარგი მოსავლის გამო მოიხსნა.

„მიმდინარე წელს 13 მლნ ტონა ხორბლის აღება იგეგმება, რაც გასული წლის მოსავალს 12%-ით აღემატება. შიდა მოხმარებისთვის დაახლოებით 6.5 მლნ ტონაა საჭირო. მიღებულია გადაწყვეტილება 2022 წლის 10 სექტემბრიდან მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყაზახეთიდან მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვები 8 ივლისიდან 30 სექტემბრამდე მოქმედებდა.