მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს

635a6e6956e52
BM.GE
27.10.22 15:46
748
ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია “ყაზატომპრომი” ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივას განიხილავს, თუკი კომპანიას შეეზღუდება მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. როგორც “ყაზატომპრომი” აცხადებს, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა ამჟამად გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით აგრძელებენ.

ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაციის გეგმების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. როგორც “ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, ტვირთების ტრანსპორტირება ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს.

„კაზატომპრომი" აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვითარების მონიტორინგს და მათ პოტენციურ გავლენას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. დღეისათვის არ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის მომხმარებლებისთვის მზა პროდუქციის მიწოდებასთან და “ყაზატომპრომა” მესამე კვარტალში წარმატებით გაგზავნა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე, ძირითადი მარშრუტის გამოყენებით, ყოველგვარი შეფერხებებისა და ლოგისტიკური/სადაზღვევო პრობლემების გარეშე. ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელსაც კომპანია წარმატებით იყენებს ალტერნატიულ მარშრუტად 2018 წლიდან, ხელს უწყობს ძირითადი მარშრუტის რაიმე მიზეზით მიუწვდომლობის რისკების შემცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

BMG-ი საკითხზე საქართველოს შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელმაც გასულ წელს $1.1 მილიარდის ურანი გაყიდა. მეორე ადგილს $1 მილიარდით კანადა, მესამეს კი -ნ 535 მილიონი დოლარით ნამიბია იკავებს. ექსპორტირებული ურანი ატომური ელექტროსადგურების მომარაგებას ხმარდება.