ყაზახეთიდან საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, მიმდინარე წლის 3 თვეში 266,3 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ზრდა წლიურ ჭრილში 123%-ია. ამავე მარშრუტით სამ თვეში 5 847 TEU კონტეინერის გადატანა მოხდა, 19%-ით მეტის 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით განხორციელებულ ტვირთბრუნვაზე ინფორმაციას „ყაზახეთის რკინიგზა“ ავრცელებს.
სარკინიგზო - საზღვაო გზით, რომელიც ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ თურქეთს, ან შავი ზღვის პორტებით ევროპის მიმართულებას მოიცავს, გასულ წელს 586.2 ათას ტონა ტვირთს და 25 270 TEU კონტეინერს მოემსახურა.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი დერეფანით ყაზახეთის დაინტერესება გაიზარდა. აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 2022-2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება. მიმდინარეობს მუშაობა მშრალი და საკონტეინერო ტვირთის გადმომისამართებაზე ამ დერეფანში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზები ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების საკითხი. მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაიზარდოს მარშრუტის გამტარუნარიანობა და შემცირდეს სატრანზიტო დრო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი