მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 16%-მდე გაზარდა

635a4099c5d3e
გიორგი თოლორდავა
27.10.22 20:35
493
მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 16%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის დაჩქარებასთან. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ ყაზახეთის მასშტაბით 17.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც მკვეთრად აღემატება ცენტრალური ბანკის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

საბაზო ინფლაცია (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგოპროდუქტების ფასებს, წლიურ ჭრილში 19.7%-იან ნიშნულზეა.

რაც შეეხება საზოგადოების ინფლაციურ მოლოდინებს, მედიანური მაჩვენებელი 16.9%-ს შეადგენს, რაც იმას ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფასები თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში იზრდება, მოსახლეობა კი ზრდის ტემპის შენელებას უახლოეს მომავალში არ მოელის, ნეგატიური მოლოდინები კი, თავის მხრივ, ინფლაციური წნეხის ზრდას უწყობს ხელს.