მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის რკინიგზა ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პორტებში ტერმინალებს შექმნის

63170810366a3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.22 12:49
1003
ყაზახეთის სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვების ეროვნული ოპერატორი КТЖ ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პორტებში ტერმინალებს შექმნის. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტის დავალებით, ეროვნული კომპანია КТЖ ეროვნულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიად ტრანსფორმირდება. აღნიშნული დავალების ფარგლებში მსოფლიო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებთან კოოპერაცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სატერმინალო ქსელის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ 3 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაიბერ უსკენბაევმა განაცხადა.

"ტრანსფორმაციის ფარგლებში КТЖ იგეგმება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებთან PSA, DBShenker, CoscoShipping, DPWorld და სხვებთან თანამშრომლობა, სინქრონიზაცია, შეფერხებების აღმოფხვრა და ერთიანი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვების შეუფერხებელ გაცვლას უზრუნველყოფს და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

გასატარებელი სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ირანში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გარე სატერმინალო ქსელის შექმნა იქნება. ამასთან, ყაზახეთი ეროვნული ოპერატორის მართვაში სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებას, კორპორაციულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობით, სატარიფო პოლიტიკის შეთანხმებებში და საოპერაციო საქმიანობის გაზრდის გზით გეგმავს.

„აღნიშნული ღონისძიებები ყაზახეთის ლოგისტიკური პოტენციალის კონცეპციით 2030 წლამდე განხორციელდება“, - განაცხადა კაიბერ უსკენბაევმა და დასძინა, რომ თავად კონცეფცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიწერება.