მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახეთის TOP-საექსპორტო ქვეყნებში მოხვედრა სტატისტიკით მანიპულირების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს“

62f4ad4fb3ad4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.22 11:53
992
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები ყველაზე მეტად ვაჭრობის მიმართულებით განვითარდა. ამ და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხებზე მან გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.

საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულმა და გაერთიანების გამგეობის თავმჯომარემ იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს გაუსვა ხაზი, რომელიც ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანებისა და თიბისი კაპიტალის პარტნიორობით ქვეყნების ეკონომიკური კავშირების კვლევის საფუძველზე შემუშავდა. მისი თქმით, დღეს არსებული ვაჭრობის სტატისტიკით ყაზახეთთან ვაჭრობა წლიურად საკმაოდ გაზრდილია და აქედან დიდი წილი ექსპორტზე მოდის.

„საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი და ყაზახეთის საქართველოს საექპორტო ქვეყნების ათეულშია, თუმცა ეს ჩვენ სტატისტიკით მანიპულირებისა და სიხარულის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, რამეთუ ექსპორტის ზრდა ორი ძირითადი კომპონენტით არის განპირობებული, ეს არის მანქანების ექსპორტი, რაც ჩვენი ნაწარმი არ არის და დასავლური ბაზრებიდან მოდის; ასევე გარკვეული პროდუქტები გაჩნდა, რომელიც საქართველოში ნაწარმი არ არის და თუ ანალიზს ჩავატარებთ დავინახავთ, რომ ჩინეთიდან ხვდება. ეს შეიძლება ძალიან კარგი ტენდენცია იყოს, რადგან ჩვენ სულ ვამბობთ, რომ საქართველო ჯერჯერობით, ვერ იყენებს იმ თავისუფალ ხელშეკრულებებს, რომელიც ქვეყანას ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს.

თუ ყაზახურმა და ქართულ ბიზნესმა ცალ-ცალკე ან ერთობლივად დაინახეს შესაძლებლობა რომ საქართველოს შეუძლია ჩინეთიდან შეისყიდოს პროდუქცია და შემდგომ ყაზახეთში გაიტანონ და ეს ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, - განმარტა ჯახუტაშვილმა.

ის კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ ყაზახეთთან ვაჭრობისას საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ძირითადად მარკეტინგულად შემდგარი პროდუქტები ხდება და ახალი პროდუქტები წამოწევის ტენდენცია არ შეიმჩნევა.

„სამწუხაროა, რომ საექსპორტო კატეგორიებში მნიშნელოვან მატებას არ არის, რომელიც საქართველოში ივაჭრება. ვხედავთ, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. ყაზახეთში საქართველოს, როგორ ბრენდის შესახებ ცოდნა მაღალი და პოზიტიურია ეს იქნება მინერალური წყლები, ლიმონათები, ღვინო თუ სხვა პროდუქტები. სამწუხაროდ, ბევრი სხვა პროდუქტი ხარისხობრივი მაჩვენებლის, საექსპორტო კონდიციისა და ზოგადად მოცულობის გამო ყაზახეთის ბაზარზე დღეს ვერ ხვდება. ექსპორტის ზრდის ტენდენციით მხოლოდ ის პროდუქტები ხასიათდება, რომელიც მარკეტინგულად სრულად შეფუთულია და სტაბილური ექსპორტით ხასიათდება. მაგალითად მთლიანი ექსპორტის 60% საკვები პროდუქტებია და აქედან 80%-ს მინერალური წყლები იკავებს. ხედვა და სწორება ამ ბაზრისკენ ძალიან ცოტაა.

ბევრ ექსპორტიორს ვესაუბრებით და მათი მხრიდან ჩვენს გაერთიანებაში მომართვიანობაც ხშირია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ბიზნესს საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ხედვა აქვს. ეს აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სხვადასხვა დონორებთან ერთად გარკვეული პროექტები იყოს შემუშავებული, რომ ჩვენ დავეხმაროთ კერძო სექტორს ყაზახურ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.

გიორგი ჯახუტაშვილი გაერთიანებისა და ყაზახური მხარის მიერ გაზაფხულზე საქართველოში დაორგანიზებული სავაჭრო მისიის შედეგებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყაზახური ბაზრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია.

„ყაზახურ ბაზართან მიმართებით ნაცნობობა ძალიან მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ყოველწლიურად უფრო ხშირი იყოს. მაგალითისთვის ვიტყვი რომ სავაჭრო მისიის დროს მხოლოდ ერთი კომპონენტის მაკარონის შემთხვევაში ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიებმა გამოკითხეს ყაზახური მხარე და გვითხრეს, რომ ისინი 1 კგ მაკარონზე უფრო ძვირს სთავაზობდნენ, ვიდრე რუსული მაკარონია. მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლება. საბოლოო ეს აჩენს შესაძლებლობას რომ ჩვენ მივმართოთ ყაზახეთს და ვუთხრათ, რომ თუ აინტერესებთ ქართული ბაზარი ან ამ ბაზრით დასავლურ, ან აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გავლა, მოდით ვითანამშრომლოთ და ბაზრის შესახებ ინფორმაციაც შესაბამისად მივაწოდოთ.
ჩვენ ვხედავთ იმის საშუალებას, რომ ჯიუტი და მიზანმიმართული მოქმედებებით შევძლოთ ყველა მხარი ხედვის გასწორება იმ ინფორმაციის ბაზაზე, რასაც სტატისტიკა ამოიღებს.

ევროპული ბაზრისგან განსხვავებით ყაზახური და შუა აზიის ბაზარი ნაკლები მოთხოვნებით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, რომელიც ევროპული ბაზრისთვის შეიძლება ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი სტანდარტის ან მოცულობის აბსოლუტურად თავისუფლად გაიყიდოს. ეს რუსული ექსპორტდამოკიდებულებიდან ნაწილობრივ გასვლის საშუალებას გვაძლევს“, - განმარტა ჯახუტაშვილმა.




ყაზახეთი საქართველოს საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეულშია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები?