მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით რუსული ხორბლის იმპორტი ნახევარი წლით აკრძალა

643660ec102eb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.23 14:20
713
ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით რუსული ხორბლის იმპორტი ნახევარი წლით აკრძალა - ინფორმაციას ყაზახური მედია სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ავრცელებს.

ყაზახეთის ნორმატიული სამართლებრივი დოკუმენტების პორტალზე სოფლის მეურნეობის მინისტრის „ყაზახეთის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით ხორბლის შეტანის აკრძალვის შემოღების შესახებ“ ბრძანება გამოქვეყნდა.

„მესამე ქვეყნიდან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანაზე შემოღებულ იქნას აკრძალვა 6 თვის ვადით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ხორბლის იმპორტის აკრძალვა ქვეყანაში ფერმერების, ტრეიდერებისა და წისქვილების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, ვინაიდან რუსული ხორბლის უდიდესი ნაწილი ყაზახეთში კონტრაბანდული გზით დღგ-ის გადახდის გარეშე შედიოდა. შეძენილი ხორბალი სასოფლო მეურნეობების მიერ ლეგალიზდება და რეექსპორტზე ცენტრალურ აზიაში გადის, რაც ლეგალური ყაზახური ხორბლის ფასს ამცირებს. 15-16 მარტს გამართულ Eurasian Agricom-ის კონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციით, მიმდინარე მარკეტინგულ წელს რუსეთიდან ხორბლის იმპორტმა 2 მლნ ტონას გადააჭარბა.

ხორბლის აკრძალვის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მცირე მეწარმეები აკრიტიკებენ, რომლებიც თვლიან , რომ აკრძალვა მსხვილ საწარმოებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან მათ რკინიგზით მარცვლეულის შემოტანის შესაძლებლობა არ აქვთ.