მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთმა საკუთარი კოვიდ-ვაქცინა QazVac-ი შექმნა და მისი გამოყენებაც დაიწყო

60885b6827ef7
თამთა ჯიჯავაძე
27.04.21 22:42
883

ყაზახეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - QazVac-ი შექმნა და მისი გამოყენებაც დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანა ადგილობრივ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი იმუნიზაციისთვის გამოიყენებს.

ამდრომდე 19-მილიონიან ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თითქმის ერთი მილიონი მოქალაქე რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აცრეს, რომლის იმპორტს და ადგილობრივად წარმოებასაც ყაზახეთი თავადაც ახორციელებს.

ამასთან, ყაზახეთის სუვერენულმა ფონდმა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა შეუკვეთა.

პარალელურად კი მიმდინარე კვირას, ქვეყანამ საკუთარი ვაქცინის გამოტენება დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ყაზახური ვაქცინით მედიის წინ, საჯაროდ აიცრა.

როგორც ბევრი სხვა ვაქცინა, QazVac-ის ვაქცინის ორი დოზაა საჭირო, ინტერვალი დოზებს შორის სამი კვირა უნდა იყოს.

ყაზახური ვაცინა ამჟამად კლინიკური შემოწმების მესამე ეტაპზეა, რომელიც ივლისში დასრულდება. როგორც ყაზახური კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, პირველ ორ ეტაპზე 222 ადამიანს, რომელმაც ვაქცინა მიიღო, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, მნიშვნელოვანი ეფექტები, არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, ყაზახეთში 360 000-ზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ჯამში 4 381 ადამიანი შეეწირა.