08.ივლისი .2022 18:42

ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი შეზღუდა

ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი შეზღუდა
views 553
უკან

ყაზახეთმა ხორბლის, მესლინის, ფქვილისა და მზესუმზირის ექსპორტი შეზღუდა.

ქვეყნის მთავრობის ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. მიზეზი ყაზახეთში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სამსახური განმარტავს, რომ შეზღუდვა ეხება მესამე ქვეყნებსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში 550 ათას ტონაზე მეტი ხორბლისა და მესლინის, ასევე 370 ათასი ტონა ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ექსპორტს.