მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ბიტკოინის ფასი დაეცა - ინტერნეტის შეფერხებამ მაინერები დააზარალა

61dc7d8838f75
მარიამ ადამია
11.01.22 00:30
784
ყაზახეთში ბიტკოინის კურსი შემცირდა. ექსპერტები ამის მთავარ მიზეზად ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვას ასახელებენ, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი გასულ კვირას 8%-ით, $41,000-მდე შემცირდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ცნობისთვის ყაზახეთი, კრიპტომაინინგის ცენტრად გასულ წელს, მას შემდეგ დასახელდა, რაც მეზობელმა ჩინეთმა ამ საქმიანობაზე შეზღუდვები დააწესა. როგორც წესი, კრიპტოვალუტის მაინინგი ელექტროენერგიას მოითხოვს, ყაზახეთი კი თავისი უხვი ენერგორესურსებით, მაინერებისთვის მიმზიდველი ალტერნატივა გახდა. ქვეყანაში, ბიტკოინის მაინინგის მსოფლიო სიმძლავრის 18%-ია თავმოყრილი. ამ მაჩვენებლით, ყაზახეთი მსოფლიოში მეორეა აშშ-ის შემდეგ.

გარდა ამისა, მაინინგის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსი სწორედ ყაზახეთში მდებარეობს, ქალაქ ეკიბასტუზთან, სადაც დაახლოებით 50 000  მაინერია განთავსებული, ისინი ელექტროენერგიით უშუალოდ ნახშირზე მომუშავე ადგილობრივი ელექტროსადგურიდან მარაგდებიან.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში არსებული არეულობის ფონზე, მსოფლიოში ურანის ფასიც გაიზარდა,
ცენტრალური აზიის ქვეყანამ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილმა, რომელიც მსოფლიო ურანის 40%-ზე მეტს აწარმოებს, არეულობის ჩასახშობად, საკომუნიკაციო ქსელები შეაფერხა და მოგზაურობა შეზღუდა.