05.სექტემბერი .2019 00:15

ყაზახეთში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა

views 195
უკან

ყაზახეთში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ყაზახეთში მხოლოდ 11 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9 %-ით ნაკლებია.


2018 წლის პირველ 8 თვეში ყაზახეთში 43 ელექტრო ავტომობილი შეიძინეს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში; ივლისსა და აგვისტოში, ქვეყანაში არცერთი ელექტრო მობილი არ დარეგისტრირებულა.

მთლიანობაში კი, ყაზახეთის საავტომობილო ინდუსტრიის საწარმოების კავშირის ინფორმაციით, ქვეყანაში ავტომობილების რეგისტრაციის დინამიკა გაზრდილია. 2019 წლის 8 თვის შედეგების მიხედვით, ადმინისტრაციის ორგანოებმა 955,877 მანქანა დაარეგისტრირეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.3% -ით მეტია.