მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ინფლაციამ რეკორდულ 20%-ს მიაღწია

63982bb5aefd2
გიორგი თოლორდავა
13.12.22 12:02
441
ყაზახეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება, ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

წინა თვის მონაცემებთან შედარებით, ქვეყანაში ინფლაციის დონე თითქმის 1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, აგრეთვე მკვეთრად იმატებს საბაზო ინფლაციის დონეც (CPI).

სამომხმარებლო ფასების ზრდა სურსათის გაძვირებითა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებითაა განპირობებული, რამაც ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის შეზღუდვა გამოიწვია.