მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და პარკების გახსნა გადაიდო

5ef5ffea62449
ნათია თაქთაქიშვილი
26.06.20 22:40
977
ყაზახეთის დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და პარკების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატება გახდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის დედაქალაქში, ნურ-სულთანში, ასევე უდიდეს ქალაქ ალმათში შაბათ-კვირას კვლავ ძალაში იქნება მოწოდება „დარჩი სახლში“. გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე ქალაქში საავადმყოფოები გადავსებულია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 33,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 147 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი მაისში გაუქმდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ზომები კვლავ გამკაცრდა.