მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახური SCAT Airlines ფრენებს აქტობე-თბილისი-აქტობეს მიმართულებით იწყებს

611e5f1014b47
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 18:04
770
ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines- ი ფრენების განხორციელებას აქტობე-თბილისი-აქტობეს მიმართულებით იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია SCAT Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და აქტობეს შორის, მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) განხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახური ავიაკომპანიისთვის აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 18 აგვისტოს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.