მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის ბაზრის დიფერენციაცია KEBCO-ს სახელწოდებით მოხდება“

62a0537d1aaf4
BM.GE
08.06.22 11:47
3650
2022 წლის 3 ივნისს, ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა "სანქციების მეექვსე პაკეტი", რომელიც რუსული წარმომავლობის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს. ამ ეტაპობრივი ზომების განხორციელებას ექვსი თვე დასჭრდება ნედლი ნავთობის შემთხვევაში, ხოლო რვა თვე ნავთობპროდუქტების შემთხვევაში.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება მესამე ქვეყნებში წარმოებული და საზღვაო გზით მიწოდებული ნავთობის შესყიდვაზე, თუ ასეთი ნავთობი იტვირთება ან მისი ტრანზიტი ხდება რუსეთის ფედერაციის გავლით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, "რომპეტროლის" მესაკუთრე, სს „ეროვნული ნავთობკომპანია «ყაზმუნაიგაზი»“ (KMG) და სხვა ყაზახური ნავთობკომპანიები მუშაობენ, რათა ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით ყაზახური ნავთობის ოპერაციებზე შეზღუდვების არარსებობის შესახებ.

"დღეისათვის, ყაზახეთში წარმოებული ნავთობით ვაჭრობა Urals და Siberian Light-ის მარკით ხდება. მიმდინარე წლის ივნისიდან დაწყებული, ატირაუ-სამარას მილსადენით მიწოდებული და რუსეთის პორტებში ჩატვირთული ყაზახური ნავთობის კომერციულ დოკუმენტებში (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი) მითითებული იქნება ნავთობის სახელწოდება KEBCO“ (Kazakh Export Blend Crude Oil). ეს აუცილებელია ბაზარზე ყაზახური წარმოშობის ნავთობის იდენტიფიცირებისთვის.

სს "ეროვნული კომპანია «ყაზმუნაიგაზი»", ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მუშაობს იმაზე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყაზახური ნავთობის ექსპორტზე საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება.

“ყაზმუნაიგაზი“ ყველაფერს აკეთებს ყაზახური ნავთობის სტაბილური ექსპორტისთვის. მიღწეულია შეთანხმება რუსეთის ფედერაციის გავლით გატარებული ნავთობის შეუფერხებელ წვდომაზე ევროპის ბაზარზე, რაც საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ ნავთობი რუმინეთში, "ყაზმუნაიგაზის" საკუთრებაში არსებულ პეტრომიდიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ჩვენი ნავთობის სხვა მყიდველებს", - აღნიშნავენ „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

®