მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგის საბაჟოს გამტარიანობის გაზრდისთვის სამუშაოები დაწყებულია - მინისტრი

6087f0cbd7fa8
ინგა მურუსიძე
27.04.21 15:49
432
„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლის ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე, იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე შეხვდა საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და გაეცნო კონტროლის ღონისძიებებს, აგრეთვე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პუნქტი არის ერთ-ერთი დატვირთული საბაჟო, როგორც ტვირთების მხრივ, ასევე ქვეითად გადაადგილებული პირებისათვის. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ შეინიშნება ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. ამჟამად, საბაჟო გამშვები პუნქტი სრულად ფუნქციონირებს და არის მზადყოფნა, რომ მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება, აღნიშნულ პუნქტზე შეუფერხებლად განხორციელდება როგორც ტვირთბრუნვა, ასევე ტურისტების მიღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟოს გამტარიანობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია არსებული გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.