მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში ახალი სასტუმრო "ბესამი" გაიხსნა

6206855d9a1f5
მარიამ იზორია
13.02.22 15:05
2631
ყაზბეგში, სოფელ აჩხოტში ახალი სასტუმრო “ბესამი” გაიხსნა. სასტუმრო 25 პერსონაზეა გათვლილი და განთავსების გარდა, დამსვენებელს ბარ-რესტორანს, ასევე ტურებს სთავაზობს, მათ შორის - საცხენოსნოს.

როგორც bm.ge-ს “ბესამის” მენეჯერმა ლალი ელიაძემ განუცხადა, სასტუმრო პირველი დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის.

“სასტუმრო “ბესამი” პირველი დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის. “ბესამი” დამსვენებელს სასტუმროში განთავსების გარდა, ბარ-რესტორანში ქართული კერძების ასორტიმენტსა და ადგილზე დამზადებულ ღვინოს შესთავაზებს. გვექნება სხვდასხვა ტური, მათ შორის ცხენებით.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ორ პერსონაზე გათვლილი ოთახის ღირებულება 100 ლარიდან დაიწყება”, - ამბობს "ბესამის" მენეჯერი.

“ბესამი” ოჯახური ბიზნესია და 6 ადამიანს ასაქმებს.