მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

5e3a9ac8b4446
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.20 14:38
853
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის (5.7ლიტრი) კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, ასევე პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.