მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’ყიფიანის მეღვინეობა’’ რაჭული ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს

634556015c92b
თინათინ ნატმელაძე
11.10.22 20:35
989
"ყიფიანის მეღვინეობა’’, რომელიც რაჭაში ხვანჭკარას აწარმოებს, გაფართოებას და რაჭული ღვინის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიგი ყიფიანმა BM.GE-სთან თქვა, ექსპორტზე გასვლისას ყველაზე დიდი გამოწვევა რაჭული ღვინის დაბალი ცნობადობაა.

"რაჭველ მეღვინეებს ყველაზე მეტად საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობა სჭირდებათ. ჩემთვისაც ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ცნობადობის ნაკლებობაა, რადგან მე ჯერ კიდევ ახალ მეღვინედ ვითვლები და არ ვარ ცნობილი იმ ბაზრისთვის, სადაც ვგეგმავ, რომ პროდუქცია გავიტანო," - ამბობს გიგი ყიფიანი.

ამასთან, მეღვინე წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია, რადგან მოლოდინი აქვს, რომ 15 000 ლიტრამდე ღვინოს დაწურავს.

"საკუთარი ვენახები ახლახან გავაახლე, ამიტომ წელს 3 ტონა ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან ვიბარებ და დაახლოებით 15 000 ლიტრ ღვინოს დავწურავ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მე პირადად, "ყიფიანის ღვინო" თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა კაფე-რესტორნებში შემაქვს და საკმაოდ კმაყოფილი ვარ,’’ -თქვა გიგი ყიფიანმა.

ცნობისთვის:"ყიფიანის მეღვინეობამ" რაჭული ხვანჭკარის წარმოება 2019 წელს 500 ბოთლით დაიწყო, დღეს ის 2 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. წლიური მოგება კი დაახლოებით 50 000 ლარია.