მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირიმი უკრაინაა - ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

6304de4a96d63
მარიამ ვარადაშვილი
23.08.22 18:06
1116
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა. 

“ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ სამიტზე საქართველოს და ქართველ ხალხს. აუცილებელია ერთად დგომა იმ ღირებულებების დაცვის კუთხით, რაც გვაერთიანებს და რაც გახდება ჩვენი საერთო მომავლის საფუძველი. ამაში დარწმუნებული ვარ”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენინტეტს. “ყირიმი უკრაინაა”.

პრეზიდენტის განცხადებით, 24 აგვისტოს უკრაინა აღნიშნავს საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღეს ასევე ხაზი გაესმება 6-თვიან ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

საკუთარ სიტყვაში მან ასევე თქვა, რომ ასევე საქართველოს ძალიან კარგად ესმის უკრაინის ბრძოლის და დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება.

“თქვენი ბრძოლა უკვე იყო გამარჯვების მომტანი, რადგან ამან გამოიწვია უპრეცედენტო პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან. ძლიერი და ერთიანი პასუხი, რომელიც პრეზიდენტ პუტინს არ ენახა. მსგავსი პასუხი არ გვინახავს 2014 წელს, როცა ყირიმის ანექსირება მოხდა ან 2008 წელს. დღევანდელი პასუხი არის ისეთი, რომელიც შეცვლის მომავალს”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაც მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოც მალე შეუერთდება პარტნიორებს - მოლდოვასა და უკრაინას ამ პროცესში.

ზურაბიშვილი სამიტზე თბილისიდან ჩაერთო. სამიტს უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ადგილზე ესწრებოდნენ. წელს სამიტი ონლაინფორმატში ჩატარდა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.