მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი მინისტრი: „თუ არ შევინარჩუნებთ ბიზნესებს, ტურისტული სეზონის გახნისას კოლაფსი გვექნება“

5fc7a6e4720a2
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 22:50
1269
თუ არ შევინარჩუნებთ ბიზნესებს, ტურისტული სეზონის გახნისას ტოტალური კოლაფსი გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესებასა და ბიზნესის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

ქობულიას შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის კოლაფსი მომავალში ქვეყანას რეპუტაციულად დაარტყამს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - თუ ჩვენ ამ ბიზნესებს არ შევინარჩუნებთ და არ მოვამზადებთ, როგორც კი გაიხსნება ტურისტული სეზონები, ტურისტული სექტორის ტოტალური კოლაფსი გვექნება, რაც შემდგომში რეპუტაციულად ძალიან მაგრად დაგვარტყამს“, - განაცხადა ქობულიამ.

ექსმინისტრმა ვერ დაასახელა კონკრეტული ღონისძიებები, რომლითაც სახელმწიფო სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერას შეძლებს, თუმცა აღნიშნა რომ მთავრობამ კერძო სექტორისა და ეკონომიკის შენარჩუნებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორებიდან დამატებითი სესხების აღებაა.

„დღეს უნდა შევეცადოთ გადავლახოთ 6-7 რთული თვე, ისე რომ ჩვენი ეკონომიკა, ბიზნესები და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვჭირდება სწრაფად აღვადგინოთ და არ გაკოტრდეს. მაგალითად საუბარია ტურიზმზე. თუ წარმოვიდგენთ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით კარგი სცენარი განვითარდება, ზაფხულში შესაძლებელი იქნება ტურისტების ნაკადი მივიღოთ, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა შეძლონ იქამდე მიღწევა. ეს არის მთავრობის ამოცანა, რომ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ყველას გვესმის, რომ ბიუჯეტში ფული ბიზნესს შემოაქვს, თუ არც მაღაზია მუშაობს და ა.შ. ბიუჯეტში შემოდინება ძალიან დაბალია, ამიტომ ჩვენი ერთადერთი იმედი საერთაშორისო პარტნიორებისგან სესხის აღებაა“, - განაცხადა ექსმინისტრმა.