თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“ სავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთხელ იყიდება. ინფორმაცია ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
ქონების საწყისი ფასი 16 000 000 ლარია, ხოლო საინვესტიციო ვალდებულება 30 მლნ ლარი. აუქციონი 18 თებერვალს გამოცხადდა და 4 მარტს უნდა დასრულდეს.
„საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგამოფენო სივრცეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა და შენარჩუნება“, - ამბობენ სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი საპრივატიზაციოდ 4-ჯერ გამოიტანა, თუმცა არცერთ აუქციონზე არცერთი ინვესტორი მისით არ დაინტერესდა. 2018 წელს შენობის ფასი აუქციონზე 40 მლნ ლარი იყო.
ამჟამად “მიხაილოვის” საავადმყოფოს ტერიტორია მიტოვებული და ამორტიზებულია.
მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა - 2015 წლის დასაწყისში შენობა შპს “აღმას” გადაეცა. მაშინ ინვესტორს ადგილზე 200 ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდა და სახელმწიფო ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა, თუმცა მას შემდეგ ქონების გაყიდვის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ