მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი ავსტრალიაში $740 მილიონს დააბანდებს

6193b6a36356b
ნათია თაქთაქიშვილი
17.11.21 00:30
891
ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ავსტრალიაში $740 მილიონს დააბანდებს. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინვესტიციის საფუძველზე ქვეყანაში დამატებით 6,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ავსტრალია შეიძლება გახდეს ინოვაციების ტალღის ახალი სამშობლო, რასაც სამუშაო ადგილების შექმნა, პროგრესი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოჰყვება“, - განაცხადა Google-ის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ.

Google-ის გადაწყვეტილებას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „Google-ის ინიციატივა ძალიან სასარგებლო იქნება ავსტრალიური ბიზნესისთვის, რაც ქვეყანას ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება“.