მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Your Royal House-ისა და Cloud Nine Gallery-ის ახალი სივრცე “აქსის თაუერში” გაიხსნა

638f66d65de78
BM.GE
06.12.22 21:50
642
“აქსის თაუერში” Your Royal House-ისა და Cloud Nine Gallery-ის ახალი სივრცე გაიხსნა, სადაც მრავალწლიანი ისტორიის, ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის მქონე ბრენდებია წარმოდგენილი.

Your Royal House ევროპული ბრენდების სამზარეულოსა და კულინარიის ნივთებს აერთიანებს. სივრცეში ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ისეთი ბრენდების პროდუქცია,როგორებიცაა:Peugeot, Stolzle, Revol, Dunoon, Dartington, Arthur Price, Bauscher, Royal Crown Derby, Steelite და სხვა.

ახალ სივრცეში ასევე წარმოდგენილია Cloud Nine Gallery-ის კოლექცია, რომელიც მომხმარებელს კომფორტული ძილისთვის საუკეთესო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. მაღალი ხარისხის ორთოპედიული მატრასები, 100%-ით ბამბისგან დამზადებული, სამზარეულოსა და სააბაზანოს პირსახოცები, ხალათები, საწოლის თეთრეული - CLOUD NINE, Raha, De Witte Lietaer ბრენდების კოლექციების შეძენა ექსკლუზიურად Cloud Nine Callery -ის მაღაზიაშია შესაძლებელი. 


“ჩვენი ბრენდების უმეტესობა ჰორეკა სექტორს ემსახურება. მომხმარებლისგან იყო მოთხოვნა, რომ კარგი ხარისხის პროდუქცია შეეძინათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის, რაც ჰორეკა სექტორს ემსახურება, საცალო გაყიდვაშიც შემოგვეტანა. ვიდრე საცალო ბაზარს ავითვისებდით, გვქონდა რამდენიმე კერძო შეკვეთა ისეთი ოჯახებიდან, ვისაც ამ პროდუქციის ხარისხზე სმენოდა,” - განაცხადა HSS-ის თანადამფუძნებელმა ერიკ კაზახეციანმა. 



“ამ დროისთვის საცალო გაყიდვების წილი 20-25%-მდეა გაზრდილი. მატრასების შემთხვევაში, ინდივიდუალური შეკვეთების რაოდენობამაც მოიმატა - ჩვენ ვპარტნიორობთ ქარხნებთან და მომხმარებლებისთვის ნებისმიერი ფორმის და ზომის მატრასი მზადდება,” - განაცხადა HSS-ის თანადამფუძნებელმა თამაზ თავაძემ.

Your Royal House-ის პირველი მაღაზია 2015 წელს გაიხსნა და ქართველ მომხმარებელს ევროპულ, 100-ზე მეტი ბრენდის ნივთებს ექსკლუზიურად სთავაზობს. “აქსის თაუერსში” ახალი სივრცის გარდა, კოლექციების შეძენა “გალერია თბილისის” მაღაზიაში და ონლაინ - www.yourroyalhouse.ge  გვერდზეა შესაძლებელი.