მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube-ი და Gmail-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

5fd755fb6ea15
BM.GE
14.12.20 16:09
1067
Youtube-ი, Gmail-ი, Drive და Google-ის სხვა სერვისები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებლისთვის გათიშულია. შეფერხება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. არ მუშაობს ამ პლატფორმების როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციები.

მომხმარებლებს ეკრანზე შემდეგი ტიპის წარწერები ხვდებათ: "something went wrong" და "oops". გათიშვა არ შეხებია Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს.

კომპანიას სერვერების გათიშვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში Google-ის სერვისებს მსგავსი ტიპის შეფერხება ჰქონდათ.

განახლება 16:35 წუთზე: აღნიშნული სერვისებით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია, თუმცა გარკვეული სახის შეფერხებები კვლავ შესამჩნევია.